გახარია-ხაზარაძის გაერთიანება არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მოსალოდნელ პოლიტიკურ გაერთიანებას განცხადებით ეხმაურება.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ეს არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება.
„დღეს ალბათ ხაზარაძე პირისპირ მიიღებს გახარიასგან ანონიმურ წერილს, მაგრამ ჩვენ აღარ წაგვაკითხებს. ეს მაშინ იყო, როდესაც გახარიას პრემიერი ერქვა, თორემ ახლა უკვე ორივე ერთი სახელით მონათლეს უცხოეთიდან. საინტერესო მხოლოდ ის არის, სალომე ზურაბიშვილი რას იღებს ამ ხანუმობაში?
ხუმრობა იქეთ იყოს და მართლაც მაინტერესებს, ამ სტრატეგიით მომუშავე გუნდს გამარჯვების მცირედი იმედი მაინც აქვს? უცხოელ ლობისტებს ამას არ ეტყვის ქართული ოპოზიცია, მერე საიდანღა მიიღონ მილიონები, მაგრამ, ხომ არსებობს რეალური ინფორმაციის მიღების სხვა გზებიც? კი ბატონო, გაერთონ ამ დროებითი ქორწინებებით, მაგრამ არჩევნები კარს მოადგათ და 5%-იანი ბარიერის გადალახვა მაინც არ სურთ?
გახარია-ხაზარაძის გაერთიანება – ეს არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია