გახარია: ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იმიტომ გახდა, რომ არ მინდოდა შს მინისტრი ყოფილიყო

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნება“ მის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას განიხილავდა.
გიორგი გახარიას თქმით, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად იმიტომ დაინიშნა, რომ მას არ სურდა ის შინაგან საქმეთა მინისტრი გამხდარიყო:
„მე არასოდეს არ ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა არა როგორც თავდაცვის მინისტრი, არამედ როგორც პარტიის [პოლიტიკური მდივანი]. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში გადმოყვანის საკითხი დადგა გუნდში, იმ არჩევანს რა არჩევანიც არსებობდა, მე ვამჯობინე რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა ვიდრე რა მინისტრობასაც მას უპირებდნენ.
იმაში რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა ჩემი დამსახურებაც არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილში, რომ არ მინდოდა გამხდარიყო ის მინისტრი, რომელსაც უპირებდნენ — შინაგან საქმეთა მინისტრი“ — უთხრა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს