“გახარია უცნაურ ტანგოს ცეკვავს” – ელისაშვილი

ლევან ხაბეიშვილთან მე ცუდი ურთიერთობა არასოდეს მქონია, მამაჩემს ძაან მოსწონს, ოღონდ, საკრებულოში უფრო ნაყიფიერი და ყოჩაღი იყო… მე რომ ნაცენი მიკრიტიკებია და მე რომ ნაცებთან დაპირისპირებული ვიყავი, სახლში მშვიდობით თუ მივიდოდი არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ყველას ვუწვდი ხელს. დღეს არის სიტუაციური ლიდერი. მიშაც, ამ თავის ეგოს ვერ მოერია, გამოდი და თქვი, რომ დავირაზმოთ ყველა სალომეს გარშემო. ვიმსჯელოთ, გავდივართ არჩევნებში და ვანგრევთ ერთად? – გავდივართ, არ გავდივართ და არ გავდივართ. ხოდა, იმას კიდევ, გახარიას… სულ რაღაცა უცნაურ ვალსს და ტანგოს თამაშობს, გახარიას ძალიან მაგარი რაღაც უთხრა მაკო გომურმა, რომელსაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუმახინჯა თვითონ გახარიამ. უთხრა, მე შენს გვერდით ვდგავარ ქუჩაში, რადგან ახლა ქვეყანა გასაჭირშიაო. ასეთ სახელმწიფოებრივ ფრაზას რომ გოგო გეტყვის, რომელსაც შენ ჯანმრთელობა დაუზიანე, ეს მისთვის მაგალითი უნდა იყოს, მისი ეს მანევრები ჩემთვის გაუგებარია, მოდი რა, ცოტა კაცურად და ადამიანურად მივუდგეთ ყველაფერს.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს