გახარია ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ივანიშვილს სამი შეკითხვით მიმართავს

თბილისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარია გამოეხმაურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს განცხადებას.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ყველაზე დიდი ამოცანა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად. გახარიას აზრით, „დაუშვებელია მსგავსი საკითხების არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კულუარულად, ბნელ ოთახში დალაგება, საქართველოს მოქალაქისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება“.
გიორგი გახარიას თქმით, ივანიშვილს ეშინია და გაურბის დებატებს, ამიტომ, მას მოუწოდებს, 15 ოქტომბერს ზუგდიდში დაგეგმილ შეხვედრაზე მოქალაქეებს სამ შეკითხვაზე უპასუხოს:
· რა ფორმით და რა პირობით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაშინ როცა არც ს ფედერაცია და არც ოკუპირებული სა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიცია არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლიბის უკან გაწვევისა და საოკუპაციო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ?
· რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას?
· დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის, საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს ივანიშვილი არაღიარების პოლიტიკის დაცვას?
გახარიას შეფასებით, „მხოლოდ ამ კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემის პირობებში შეუძლია ივანიშვილს და აქვს მორალური უფლება ისაუბროს მშვიდობასა და ქვეყნის გამთლიანებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი საუბრები წინასაარჩევნოდ იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტორიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურების კუთხით“.
2024 წლის 14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის ს დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, საზოგადოება გამოძებნის ძალას, რათა ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.