გახარია სუბარს: მე რომ მეკითხები, შენს პატრონს, ივანიშვილსაც ჰკითხავ, სად იყო?

ექს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ს ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრებს მიმართავს და ეკითხება დაუსვამენ თუ არა იგივე შეკითხვებს, რასაც მას ეკითხებიან, ბიძინა ივანიშვილს.

მანამდე თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის წევრები ექს პრემიერმინისტრს ეკითხებოდნენ იყო თუ არა გახარია 1991-1995 წლებში მოსკოვში სასწავლებლად წასული.

მე რომ მეკითხები შენს პატრონსაც ჰკითხავ იგივეს? ივანიშვილსაც ჰკითხავ 1992-ში, 1193-ში, 1994-ში, 1995-ში სად იყო ჰკითხავ? გიკითხავს?” – მიმართა გახარიამ სოზარ სუბარს.

წულუკიანის კომისიის წევრების განცხადებით, მაშინ, როცა კონკრეტული პირები 27 სექტემბერს სოხუმიდნან გავიდნენ,  19 წლის გიორგი გახარია ომში წასვლის ნაცვლად, რუსეთში სასწავლებლად წავიდა.

რაზეც გახარიამ უპასუხა: “ამიტომ ჩააბარეთ დღეს რუსებს ქვეყანა?!”

აღსანიშნავია, რომ გახარიას აღნიშნულ შეკითხვაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა, “ქართული ოცნების” წევრებს რეპლიკა ან შეფასება გაუკეთებიათ.

ცნობისთვის ექს პრემიერი წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ონლაინ ერთვება.