გახარია საქართველოსთვის PACE-ს: არ დაადასტუროთ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები

პარტია გახარია საქართველოსთვის მოუწოდებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.
“საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
პარტია “გახარია საქართველოსთვის მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას:
– არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;
– მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.
– განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.
– გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად”- ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ასევე მიმართა სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ, ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ, ძლიერმა საქართველომ და კოალიცია ცვლილებებისთვის.
კოალიციები მოუწოდებენ PACE-ს ასამბლეაში არ დაადასტურონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება.