პარტია გახარია – საქართველოსთვის საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ “რაც ახლა ხდება – სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციაა”.
“რაც ახლა ხდება არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია!
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში!
ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია!”, – ვკითხულობთ პოსტში.
