„გახარია საქართველოსთვის“ – რაც ახლა ხდება, არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, ძალადობა მიუღებელია! – მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში

რაც ახლა ხდება, არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია! მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში! , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ „ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია“.

„რაც ახლა ხდება, არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია!

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში!

ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე შეანგრიეს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს და იყენებს წყლის ჭავლს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში