„გახარია საქართველოსთვის“ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გმობს ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო ს ჩატარებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ.
ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
პარტია ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მათ შორის გაიყვანოს უკანონო საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„პარტია “გახარია საქართველოსთვის” გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ, მით უფრო მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს ცვლის რუსეთის სასარგებლოდ და ახდენს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას კონსტიტუციის დარღვევით და ხალხის წინააღმდეგობის ფონზე.
ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის – ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს უკანონო საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა