გახარია საქართველოსთვის: ზონდერჯგუფს სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია

პარტიაში გახარია საქართველოსთვის აცხადებენ, რომ ტიტუშკებს, რომლებიც დღეს გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში დახვდნენ, სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია და მათთან კოორდინაციაში მოქმედებდნენ.
დღეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ გახარიასთვის ზონდერჯგუფების მიგზავნა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტია.
“პარტიული ზონდერჯგუფის წევრებს სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაციაც, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ. ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული, ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად საქართველოდან არცერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და წარმოადგენდნენ… ივანიშვილი მიუნხენის კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის თავის თავზე. ვპირდებით, რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს, ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად კუთხეში მიმწყვდეული, ნიღაბჩამოცმული ძალადობს ახალგაზრდებსა და ქალებზე, ამწყვდევს საპატიმრო დაწესებულებებში და ყველა უღირსი და ამორალური მეთოდით ცდილობს მათთან ანგარიშსწორებას”- თქვა სიჭინავამ.
პარტია გახარია საქართველოსთვის ცნობით, გამთენიისას, მიუნხენის კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილ აეროპორტში ივანიშვილმა წინასწარ ორგანიზებული ზონდერჯგუფი დაახვედრა.