გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს კორუმპირებულს ეძახდა, უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს

გიორგი გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს, თბილისში ვიზიტისას „საეჭვო კაცს“ უწოდებდა და კორუმპირებულს ეძახდა, დღეს გენერალურ მდივანს, უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს,- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, სოციალურ ქსელში.
ჭეიშვილი კითხვით მიმართავს გიორგი გახარიას, რომლის უნდა იწამოს საზოგადოებამ, გახარიას წინა განცხადება ალან ბერსეზე, თუ ახლანდელი მისი საქციელი. „გიორგი გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს თბილისში ვიზიტისას „საეჭვო კაცს“ უწოდებდა და კორუმპირებულს ეძახდა, დღეს გენერალურ მდივანს, უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს.
რომელი ირწმუნოს საზოგადოებამ ბატონო გახარია, თქვენი წინა განცხადება ბერსეზე თუ ეხლანდელი თქვენი საქციელი?! მერე ნუ გიკვირთ, როცა ოპოზიციის ასეთ უპრინციპო საქციელს, შესაბამისად აფასებს საზოგადოება,“- წერს ირაკლი ჭეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას