გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო – რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?

გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო – რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?
2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხის განხილვაზე, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებებს უსმენენ, რომელიც სხდომაზე დისტანციურად ერთვება. საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი გახარია აქამდე ამტკიცებდა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არც ერთი კვადრატული მეტრი არ დაკარგულა და პირიქით, ტერიტორიების დაკარგვა აღიკვეთა, თუმცა, ახლა ამისგან სრულიად საპირისპირო თქვა და მართალია სხვებს გადააბრალა, თუმცა აღნიშნა, რომ ტერიტორიები დაიკარგა.
„გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, პირიქით, აღვკვეთეთ ტერიტორიების დაკარგვაო. ახლა, მართალია სხვებს გადააბრალა, მაგრამ თქვა, რომ ტერიტორია დაიკარგა – იმის სრულიად საპირისპირო, რასაც აქამდე ამბობდა. ანუ, რაც მონიშნეთ, რომ აქ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგეობიო და რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა? განმარტეთ, როგორ არის, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა ჩაგედგათ საგუშაგო იქ თქვენ ჩადგით საგუშაგო თუ რუსებმა და თუ რუსებმა ჩადგეს, მაშინ რას ნიშნავს, არ დაიკარგა.“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა. ამ კითხვას გახარიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „არ ჰქვია, არა. შეიძლება თქვენი აზროვნებისთვის ჰქვია [ტერიტორიების დაკარგვა], მაგრამ, სინამდვილეში არ ჰქვია.“
Previous: საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას