გახარია მზად არის, ხაზარაძესთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს, სამი პირობის შესრულების შემთხვევაში

გიორგი გახარია, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მზად არის პარტია „ლელოსთან“ ამ სთვის საერთო შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუ მამუკა ხაზარაძის პარტია სამ პირობას დათანხმდება. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„იმ დიდი მიზანის, რაც ჩვენ გვაქვს, მისაღწევად ნეიტრალური პლატფორმა არის მნიშვნელოვანი. ისევე, როგორც სხვა ყველაფერი არის დალაგებადი. თუ „ლელო“ დღეს ამბობს, რომ ამ სამი პრინციპზე (ნეიტრალურ პლატფორმაზე, პარიტეტულ პრინციპსა და პრინციპი – რომ არ იქნება კოალიცია ამ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“) თანახმაა, ჩვენ ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერთ ხელს და ნებისმიერი სერიოზულობის თანამშრომლობისთვის ვართ მზად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბრიფინგი მან დაიწყო შეცდომებზე საუბრით – მისი თქმით, შეცდომა იყო საარჩევნო სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება და ასევე ისიც, როცა საერთო პლატფორმაზე ვერშეთანხმების მიუხედავად, მოლაპარაკებები გააგრძელა.
„წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, ვიღაცისთვის მთავარ მიზანი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი ნებისმიერ ფასად ნებისმიერ ფურცელზე ხელის მოწერა“, – თქვა გიორგი გახარიამ.
მან მოგვიანებით დააზუსტა, რომ თავდაპირველი მოლაპარაკების საგანი იყო მისი პარტიის წევრების „ლელოს“ სიით არჩევნებში მონაწილეობა, ახლა კი ს სთავაზობს „ნეიტრალურ პლატფორმას“, რომელიც არ იქნება არც „ლელო“ და არც „საქართველოსთვის“. მომდევნო საპარლამენტისთვის ში პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია – გახარიას კი არ დაუკონკრეტებია, რომელ რეგისტრირებულ პარტიას გულისხმობდა „ნეიტრალურ პარტიად“.
მამუკა ხაზარაძეც მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას – ამის შესახებ მან გუშინ, 19 სექტემბერს გაანცხადა:
„ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე“.
16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს ორ ოპოზიციურ ჯგუფს.
ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა გუშინ, 19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა