გიორგი გახარიამ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობაზე.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო დასავლეთის წნეხის შემცირებაზე საუბარი არ შეიძლება და რისკები თეორიულია. გახარია გადაჭრით ამბობს, რომ „ნორმალიზაციისთვის“ წინაპირობები არ შეიქმნება.

თქვენ გაქვთ ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან, გვაინტერესებს [არჩევნებში] მონაწილეობის თქვენი მოტივაცია და მოსალოდნელი რეაქციები საერთაშორისო საზოგადოებისა, რომელიც სულ უფრო ორგანიზებული ხდება წნეხის გასაძლიერებლად და ამის მაგალითი იყო ბრიტანეთის სახელმწიფოს მინისტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელზეც ამ საკითხებს განიხილავდნენ. ხომ არ შეუშლის ხელს ამ პროცესს თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობა?

მეორე, გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი „ოცნების“ ხელისუფლება, მუნიციპალური არჩევნებით, თუ მის გარეშე ვერაფერს ვეღარ დაასტაბილურებს.
ფუნდამენტურ სისტემურ კრიზისს, რომელშიც ვართ და რომლის მთავარი განმსაზღვრელია რამდენიმე მიმართულება: ეს არის ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება; ქვეყნის შიგნით დემოკრატიული უკუსვლა; ინსტიტუტების დეგრადაცია და კორუფცია. ეს კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმია და შესაბამისად, მუნიციპალური არჩევნები ის არჩევნები არაა, რომელიც პოლიტიკურ ამინდს შექმნის ქვეყანაში.
მუნიციპალური არჩევნები რომ იქნება უსამართლო, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ „ოცნება“ ჯერჯერობთ ოპოზიციას უგებს. მე არ ვამბობ, რომ არჩევნებს უგებს, მე ვამბობ, რომ პოლიტიკურ თამაშში ოცნება ოპოზიციას უგებს.
რა ინსტრუმენტებით, რა ხერხებით – ახალი უკანონო კანონების მიღებით, დაპატიმრებებით, ძალადობით და ა.შ., მაგრამ უგებს. ამ მოგების მთავარი გასაღებია ის, რომ, სამწუხაროდ, „ოცნებას“ ჯერ კიდევ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს.
ვიცი, რომ ეს იქნება კიდევ ერთი უსამართლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდებიან და ჯერ კიდევ „ოცნებას“ აძლევენ ხმას, ისინი დავტოვოთ პირისპირ „იმედის“ „რუსთავი 2-ისა“ და ა.შ. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ეს ძალა არ იმსახურებს მათ მხარდაჭერას; ამ ძალას ეს ადამიანები ფეხებზე ჰკიდია.




მე როცა ვამბობ, რომ ვარ ფრთხილად ოპტიმისტი, ვაღიარებ ობიექტურ რეალობას და ობიექტური რეალობა არის ის, რომ „ოცნებას“ დღეს მყარად იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც არ იმსახურებს, ეს ჩვენი პრობლემაც არის, ჩვენი ბრალიცაა.
მე ძალიან კარგად ვიცი, რაც იქნება [არჩევნებზე]. ჩემზე კარგად არავინ არ იცის. აი, სულ ვერაფერი რომ ვერ გავაკეთოთ, მაგრამ ამ არჩევნების შედეგად 10 000 ადამიანი რომ გადმოვიბიროთ საქართველოს მასშტაბით, აღარ მისცენ „ოცნებას“ ხმა, ეს უკვე გამარჯვებაა ჩემთვის.
გახარიას თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო დასავლეთის წნეხის შემცირებაზე საუბარი არ შეიძლება და ეს რისკები თეორიულია.
