გახარია მელიას დაკავებაზე: პროცესში შემოვიდა ივანიშვილი, დაიწყო მართვა

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძებო კომისიაზე ს დაკავებასა და მისი გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა.
მან გაიხსენა დეტალები, თუ რატომ გადაწყვიტა პრემიერმინისტრობიდან გადადგომა და აღნიშნა, რომ ეს უკავშირდებოდა არა იმას, რომ ნიკა მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, არამედ იმას, რომ პროცესში ჩაერია.
გახარიას თქმით, თავიდან პოლიტსაბჭოსა და მთავრობის წევრები იზიარებდნენ აზრს, რომ მელიას იმ ფორმით დაკავება არასწორი იყო, მოგვიანებით კი “ყველა გაქრა”. გახარიას თქმით, ივანიშვილმა მართვ
“პროცესში სამართავად, მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვებთანაც, სამართავად შემოვიდა ივანიშვილი და პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, მე წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ მე ეს დადასტურებულად ფაქტებით ვიცი. ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ და არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, პოლიტიკიდან მივდივარ და არასოდეს არ დავბრუნდები, ასეთი პრემიერი არავის სჭირდებოდა”- თქვა გახარიამ.