გახარია: მამუკა ხაზარაძესთან არანაირი კითხვები არ მაქვს

მე სთან არანაირი კითხვები არ მაქვს – სიმართლე რომ გითხრათ, არც მქონია. ჩვენ ლელოსთან მიმართებით ჩვენი გეგმით ძალიან კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ის ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება. იმედი მაქვს, როგორც რამდენიმეჯერ, კიდევ ერთხელ ამას ყველაფერს არ გააფუჭებენ. კითხვები არ მქონია და არც მაქვს. მამუკას ჰქონდეს კითხვები, მე რა ვუყო? შეიძლება, მას ჩემთან კითხვები ადრეც ჰქონდა და როგორღაც ითმენდა – კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არაა […] ჩვენი პარტიისთვის წითელი ხაზი ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობაა.
ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას. ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიამ 4 კითხვას უნდა უპასუხოს და ამის შემდეგ მზად იქნება, მას დაელაპარაკოს.
ხაზარაძის თქმით, აინტერესებს, გახარია ქართულ ოცნებას კოალიციას შეუკრავს თუ არა – ასევე, ხაზარაძე ამბობს, რომ მას გახარიასთან კითხვები აქვს ანაკლიასთან, მისთვის და ბადრი ჯაფარიძესთან გაგზავნილ მუქარის წერილთან და 20 ივნისთან დაკავშირებით.