გახარია: მამუკას უნდა შეეთანხმებინა გუნდთან რაღაც, ჯერ ვერ მოახერხა, ვნახოთ, დაველოდებით

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერთან, სთან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს.
“პრეზიდენტს დაველაპარაკები. სამწუხაროდ მოგეხსენებათ, რომ რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას [გუნდთან] და ჩემდა სამწუხაროდ ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება. [სიებში ადგილები] არა, რა თქმა უნდა… მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება, ვნახოთ, დაველოდებით”, – თქვა გახარიამ ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიასთან კონსულტაციები გრძელდება.