გახარია ივანიშვილს მოუწოდებს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ხალხის კითხვებს პასუხი გასცეს

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მოუწოდებს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების 3 კითხვაზე გასცეს საჯარო პასუხი.
“ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის, თუმცა მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით სცეს მაინც პატივი და განუმარტოს, თუ არ შეუძლია დებატებში, მაშინ მაგალითად 15 ოქტომბერს, როცა იქნება ზუგდიდში და მაშინ, როცა მოითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშს მოხდას ან საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ შემდგომ თეორიულად ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, მაშინ მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ 3 კითხვაზე:
1. რა ფორმით და პირობით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა არც ს ფედერაცია და არც ოკუპირებული ს და ცხინვალის რეგიონის მარიონეტი რეჟიმების პოზიცია არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ.
2. რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას.
3. დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგი, საქართველოს იზოლაციას, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს ივანიშვილი არაღიარების პოლიტიკის დაცვას.
მხოლოდ ამ კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემის შემთხვევაში შეუძლია და აქვს მას მორალური უფლება, საერთოდ ისაუბროს მშვიდობაზე და ქვეყნის გამთლიანებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საუბრები წინასაარჩევნოდ იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება”, – თქვა გიორგი გახარიამ.