გახარია ზურაბიშვილის პრემიერობაზე: ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია

ჩვენი მთავარი პოლიტიკური ხაზი არის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი მთავრობა, რომელიც არ იქნება არც ოცნების მიერ კონტროლირებადი, არც ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლირებადი, რომლის მთავარი მანდატი უახლოესი წლების განმავლობაში იქნება ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნა.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მსგავსი ამოცანის მისაღწევად. თვითონ ეს პროცესი, ქარტიიდან დაწყებული, და ის პატრონაჟი, რომელსაც ის უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ის რესურსი, რომელიც მან ამ პროცესში დააგროვა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის გამოსაყენებელი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მაგიდაზე განსახილველად აუცილებლად უნდა იყოს. […]

ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა, იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელსაც ყოველთვის ყოველთვის პატივს ვცემდით… ეს ესე მარტივად არ ხდება. აქ აუცილებლად მისი ნებაც გასათვალისწინებელია. […]

მე არ ვიცი მას უნდა თუ არ უნდა [პრემიერობა]. ვამბობ, რომ როგორც იდეაზე, მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი შეფასება და ჩვენი პოლიტიკური ძალის შეფასება არის, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე მუშა ვარიანტია. […]

საქართველოში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ზუსტად წელიწად ნახევარში როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მთავარი ხომ ეს არის. ამას რა გზით გავაკეთებთ – ტექნიკური მთავრობით, არატექნიკური მთავრობით, ასეთი პრემიერით, ისეთი პრემიერით… მაგრამ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად დღევანდელი პრეზიდენტი არის ყველაზე შესაფერისი დღევანდელი გადმოსახედიდან.

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ პალიტრანიუსის გადაცემა რეზიუმეს ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს – პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც შეშურდებოდა მათი