გახარია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და ევროკავშირის მკაფიო, მტკიცე პოზიცია არა მარტო ძალას მისცემს ახალგაზრდეს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა მათ გვერდით დგას.
გახარია მიმართავს ევროკავშირს, რომ მათ ამ ხალხის ხმა ესმის და მტკიცედ უჭერს მხარს ხალხის ბრძოლას.
“როგორც ხედავთ, მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას. ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის – თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის. თუმცა გრძნობენ, რომ მათ ბრძოლას დუმილით ხვდებიან.
ამ ახალგაზრდებისთვის ევროკავშირი მხოლოდ იდეა არ არის. ეს მათი ხსნაა – უკეთესი, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის იმედი. თქვენი ხმა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არამარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც იბრძვის ევროკავშირის ღირებულებებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ქვეშ. მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.