გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს
გახარიას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა, მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს, იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, მას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი.
„კონკრეტულ საქმეებზე პატიმრობას სჭირდება არა ერთი და ორი თვე – მეტი. არ ვიცი ამ კაცს რა შიშები აქვს, ფაქტია, რომ გაქცეულია. როგორც იურისტი, ვამბობ ამას – მას ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე, არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მერე როგორ წავა ეს საქმე, ამას მე ვერ ვიტყვი. ეს არის პროკურატურის და შემდეგ, სასამართლოს გადასაწყვეტი. მას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი, მაგრამ მას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს, იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა. თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას ქვეყნიდან არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენებს – არის მკაფიო განცხადება გაკეთებული – როგორც კი იტყვიან, რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მიმართავენ განცხადებით პრეზიდენტს, მაშინვე ყველა იქნება შეწყალებული“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება