“გახარიას ჰქონდა გათვლა…” – ვინ წავიდა ეშმაკთან კომპრომისზე? – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილის რიტორიკაში აყოლა, მისი თამაშის წესებით თამაში, დემონიზება მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის და ამ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის, მის თამაშში შეყოლა და მასთან კომპრომისზე წასვლა, არასდროს არ მთავრდება კარგად. ეშმაკთან კომპრომისზე არ უნდა წახვიდე, ტერორისტთან კომპრომისზე არ უნდა წახვიდე, რადგან ის, ჩემი აზრით, განსაკუთრებული სისასტიკით დაუწყებს, მაგალითად გახარიას დევნას, რადგან მას მოიაზრებს, როგორც შიდა წრის მოღალატეს. გახარიას ჰქონდა გათვლა რაღაც პრაგმატულ პოლიტიკაზე, თითქოს, ის გამხდარიყო სისტემური ოპოზიცია, აყოლოდა “რუსული ოცნების“ რიტორიკას ოპოზიციის ერთი ჯგუფის რადიკალიზმზე და გამოჩენილიყო პრაგმატული, გრძელვადიანი თამაშის მომხრე, თუმცა, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არანაირი გრძელვადიანი თამაში, ივანიშვილის პირობებში, არ იქნება. დაიჭერს ყველას, მათ შორის გახარიას და ვშიშობ, რომ ეს გათვლა და პროგნოზი უფრო მალე გამართლდება, ვიდრე ბევრი ადამიანი მოელოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)