„გახარიას ღალატი თუ დაამტკიცეს, ვინც სიის პირველ ნომრად ჩაწერა, მერე დანაშაული დაფარა (გუნდში ვიცოდითო) მაგათი გასამართლება რომელს მოუწევს?“ – გოჩა მირცხულავა

„გახარიას ღალატი თუ დაამტკიცეს, ვინც სიის პირველ ნომრად ჩაწერა, მერე დანაშაული დაფარა (გუნდში ვიცოდითო) მაგათი გასამართლება რომელს მოუწევს?“ – გოჩა მირცხულავა
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
„სრული სერიოზულობით ვუხდი უდიდეს მადლობაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ვინც გუშინდლამდე არ იყო ჩამოყალიბებული თავის არჩევანში ოცნებასა და რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შორის, ან სულაც ფეხებზე ეკიდა არჩევნებში მონაწილეობა, მათ გაუნათა გონება და მიაღებინა გადაწყვეტილება.
უბრალოდ, ერთი უძლიერესი სვლაც გააკეთა და ეს უნდა ვაღიაროთ… გახსოვთ, პრაიდზე რომ ავარდნენ “მთაში” და კოლა (შაშა არა, კოკა) და ენერგეტიკულები, ბურბუშელები მუქთად დაითრიეს, იმათ იმედი გაუჩინა ნაღდად, ახალი და ნაღდი შემოსავლის – დღეს იუსტიციის სახლში უკვე დარეგისტრირდა ასი შპს და 200-ზე მეტი ინდმეწარმე, მამაკაცის რძის წარმოების ბიზნესის გასავითარებლად. ასევე დაწყებულია კასტინგი ორიფლეიმის ჟურნალების რეკლამირების ხელშეწყობისთვის.
და ერთიც, გახარიას ღალატი თუ დაამტკიცეს, ვინც სიის პირველ ნომრად ჩაწერა, მერე დანაშაული დაფარა (გუნდში ვიცოდითო) მაგათი გასამართლება რომელს მოუწევს, მურუსიძეს, ჩინჩალაძეს თუ აზდაკს?“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა, ამჯერად ეს ტერმინის -„რუსული კანონი“ – მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხება