გახარიას პრობლემა იმაშია, რომ არ ლაპარაკობს და თუ არ ლაპარაკობს, გაუგებარია, რაზე უნდა ედებატოს ბიძინა ივანიშვილს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევამ გიორგი გახარია პოლიტიკური დისკუსიის მთავარ ობიექტად აქცია. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს როგორც ოპოზიცია, ისე – “ქართული ოცნება”. მიზეზი გიორგი გახარიას ის ნაბიჯებია, რომელიც მან თანამდებობაზე ყოფნისა და პოსტიდან წასვლის დროს გადადგა.
ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს თუ აქვს რაიმე სათქმელი, საჯაროდ უნდა თქვას.
როგორც “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი განმარტავს, გახარია არ ლაპარაკობს, რაც მისი მთავარი პრობლემაა და მისთვის გაუგებარია, თუ აქამდე არ ლაპარაკობდა, ივანიშვილს რაზე უნდა ედებატოს.
“გახარიას პრობლემა იმაშია, რომ ის არ ლაპარაკობს. გახარია რომ წავიდა, მას არცერთი მინისტრი არ გაჰყვა. როგორ აღმოჩნდა, რომ პრემიერი იყო და გუნდში, მინისტრებში მისთვის ერთგული არცერთი ადამიანი არ იყო, ყველა ს მიმართ აღმოჩნდა ერთგული. მე მგონი, მას აქვს ნამდვილად სათქმელი და ის, რომ არ ლაპარაკობს, ჩემთვის ცოტა უცნაურია, მაგრამ თუ არ ლაპარაკობს, რაზე უნდა ედებატოს [ბიძინა ივანიშვილს]?
“ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაზე მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ მელიას გამო გადადგა, აბა, ვის გამო გადადგა? მე ისეთი ცუდი მეხსიერება არ მაქვს, რომ 2 წლის წინანდელი ამბები დამავიწყდეს – მარტო მელია იყო მიზეზი. ახლა კი ამბობს გახარია, რომ სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ ამას მტკიცებულებები სჭირდება”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო

ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ეხლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო