გახარიას პოლიტიკური პარტია რომ ფარისევლობით და პოლიტიკური თვალთმაქცობით არის გამორჩეული, ეს ფაქტია – დავით მათიკაშვილი ლილუაშვილის განცხადებაზე

სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით “საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა უპასუხა და განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანა-არ გადაყვანის საკითხი იუსტიციის სამინისტროს, ექიმთა კორპუსის და ზოგადად, ხელისუფლების პრეროგატივაა და შესაბამისად, ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს.
მისი თქმით, გახარიას პარტია პოლიტიკური თვალთმაქცობით არის დაკავებული.
“გახარიას პოლიტიკური პარტია რომ ფარისევლობით და პოლიტიკური თვალთმაქცობით არის გამორჩეული, ეს ფაქტია. მათ თითქოს არ სურთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” იდენტიფიკაცია და ამ დროს, არაერთ საკრებულოში მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის და იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სადაც ისინი ერთად არიან – საზოგადოებამ ესეც კარგად იცის.
მათი პოლიტიკური გემოვნების მიღმა დგას ის საკითხი, სააკაშვილი კარგად არის თუ ცუდად არის, იმსახურებს თუ არა საავადმყოფოში დარჩენას თუ უნდა გადაიყვანონ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს ყველაფერი არის იუსტიციის სამინისტროს, ექიმთა კორპუსის და ზოგადად, სახელმწიფოს პრეროგატივა ასე, რომ მოდი ყველამ თავის საქმეს მიხედოს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში