გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, გამოიძიონ ის, თუ რა ნივთიერებებს იყენებდა ბატონი გახარია 2019 წელს შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გახარიას გუნდის მიერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაინიცირების გეგმას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით ეს გამოძიება არის საიდუმლო, საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, გაუზიაროს მათ როგორც შესაბამისი დოკუმენტაცია, ისე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით.
„მათ შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს. რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი.
ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, დაინტერესდეს ამ გამოძიებით, როგორც დოკუმენტაციის ნაწილში, ისე ნივთიერებების ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით არის საიდუმლო ეს გამოძიება, ასეთ საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე. რაც შეეხება გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, მათ შეუძლიათ, გამოიძიონ ის, თუ რა ნივთიერებებს იყენებდა ბატონი გახარია 2019 წელს შეკრების დაშლის დროს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია