გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დამფუძნებელი, ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია არ გამორიცხავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, პარტია ამჟამად ემზადება როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი სთვის.
„ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში“, – განაცხად გიორგი გახარიამ 15 აპრილს ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
-„კატეგორიულად უარს არ ამბობთ“? – ჰკითხა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ.
-„რა თქმა უნდა, არ ვამბობთ“, – უპასუხა გახარიამ, – „გიმეორებთ და გიდასტურებთ, კატეგორიულად უარს არ ვამბოთ და ვერავინ ვერ მათქმევინებს. ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი [ვერ გადაგვარწმუნებს“.
მან კიდევ ერთხელ დააზუსტა: „ჩვენ შეიძლება მივიღოთ [მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში], შეიძლება არ მივიღოთ. მე არ ვარ მზად ამ გადაწყვეტილებისთვის მზად“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა შემთხვევაში არ მიიღებს პარტია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გახარიამ უპასუხა: „ეს კითხვა არის ინტერესი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა… იმდენად უსუსურები არიან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება თავიანთ თავზე ვერ აუღიათ და გვიყურებენ ჩვენ“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
პროდასავლურიპარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.