გახარიას პარტია გმობს აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

პარტია “გახარია საქართველოსთვის” გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ.
„მით უფრო მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს ცვლის რუსეთის სასარგებლოდ და ახდენს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას კონსტიტუციის დარღვევით და ხალხის წინააღმდეგობის ფონზე.
ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის – ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს უკანონო საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ