,,გახარიას პარტიამ, რეალურად, პარლამენტში შემოსვლით თავი გადაირჩინა” –

ირაკლი კობახიძემ ,,იმედზე” განაცხადა:
,,რაც შეეხება გახარიას. მათ რომ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე უარი ეთქვათ, ან თუნდაც, ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო, როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა, ამ შემთხვევაში ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ [პარტიების აკრძალვის] სარჩელის შემადგენელი ნაწილი.
რეალურად, პარლამენტში შემოსვლით მათ თავი გადაირჩინეს, სამართლებრივად, ამ სარჩელში მოხვედრისგან. ეს იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. მთავარი საყრდენი მათ მიმართ ბრალდების საბოტაჟი იქნებოდა და ბოლო მომენტში მათ თქვეს უარი საბოტაჟზე. ამით ამ პროცედურაში მონაწილეობისგან გადაირჩინეს სამართლებრივად თავი.“

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო