გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების“ დაზიანება – დავით მათიკაშვილი

გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების“ დაზიანება – დავით მათიკაშვილი
გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების“ დაზიანება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გახარია ავრცელებდა ჭორებს, თითქოს ის ს პროექტი და ერთიანი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.
„გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების“ დაზიანება. შეგნებულად თუ შეუგნებლად მან ეს აღიარა პირდაპირ ეთერში, როდესაც თქვა, რომ მისი მიზანია „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევა. სწორედ ამიტომ ავრცელებდა ის ჭორებს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ერთიანი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს იყო სიცრუე და ტყუილი. კარგად ჩანს ეს მის ქმედებებში. მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნის ჩათვლით, ყველა ნაბიჯი არის მოღალატეობრივი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
Previous: საქართველოს უპირატესობა აქვს დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით – ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს

ასევე დაგაინტერესებთ