გახარიას თქმით, ივანიშვილს “არ აქვს რესურსი”, რომ მასთან დებატებზე უარი თქვას

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ გახდება ქართული ოცნების პოლიტიკური კამპანიის სახე და ლიდერი, ეს ნიშნავს, რომ – ის ან აყალბებს 2024-ის საპარლამენტო არჩევნებს, ან შეეგუა აზრს, რომ ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას გადააბაროს.
გიორგი გახარიამ ეს განცხადება საკუთარ YouTube-ის არხზე დაწყებულ ახალ გადაცემაში გააკეთა, რომელსაც გახარიას კვირა ჰქვია. გადაცემა ჟურნალისტ თეონა გეგელიას მიჰყავს.
ინტერვიუს განმავლობაში გახარიამ არაერთხელ მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს დებატებისკენ. გახარიას თქმით, ივანიშვილთან დებატები მომავალზე მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეების წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევს, აჩვენოს ივანიშვილის რეალური სახე, რისი დანახვაც თავის დროზე თავად ვერ შეძლო. გახარია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს “არ აქვს რესურსი, უარი უთხრას დებატებზე”.
“მასთან დებატები მომავალზე, არა წარსულზე, ჩემთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი თუნდაც მორალურად იმიტომ, რომ მე ვალი მაქვს, რომელიც ჩემს მოქალაქეებს უკან უნდა დავუბრუნო და დავანახო ის ნამდვილის სახე, სამწუხაროდ, რომელიც მეც ვერ დავინახე თავის დროზე და რომლის გამოც მეც გარკვეული შეცდომები დავუშვი”, – თქვა გახარიამ.
გახარიას თქმით, დღეს მმართველი პარტია “დეგრადირებულია” და ივანიშვილის გამოჩენით, პარტიაში სამთავრობო გადაადგილებით ნათელი გახდა, რომ მათი მიზანი ძალაუფლების გახანგრძლივებაა.