გახარიას თქმით, ივანიშვილმა -ში მთავრობის წარმომადგენელი „პერსონალურ შიკრიკად“ გაგზავნა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, -ში „პერსონალურ შიკრიკად“ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ჰყავდა გაგზავნილი. „გახარიას კვირაში“ მას არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა.
„ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად. ჯობდა, რომ არ გაეგზავნა… ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ე.წ. საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, თავის „ფოსტალიონად“ უცხო ქვეყანაში, ეს ჰგონია სწორად ან უძლეველობის წარმომსახველად…“ – თქვა გიორგი გახარიამ.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ბოლო პერიოდში ძალოვანი უწყებებიდან აშშ-ში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. უწყებაში ამბობენ, რომ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, რომელიც 12 ივნისს იყო, ლილუაშვილი აშშ-ში გაემგზავრა ყოველწლიურ ღონისძიებაზე დასასწრებად.
„ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ უთქვამთ, ვისთან ერთად იყო ლილუაშვილი აშშ-ში, რამდენი ხნით და დაბრუნდა თუ არა ქვეყანაში.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამბობს, რომ საქართველოს და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ ტერორიზმთან და სხვა საფრთხეების დაძლევასთან დაკავშირებით.
„არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა – რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს!“ – უთხრა ჟურნალისტებს მ.
ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში მოგზაურობის საკითხით მედია მას შემდეგ ინტერესდება, რაც ცნობილი გახდა, რომ „აგენტების კანონის“ მიღების გამო სანქცია დაუწესდა მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული