გახარიას და ხაზარაძის პარტიებმა თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელეს

ორი დიდი ოპოზიციური პარტია, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდა. „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“ საერთო კანდიდატად თბილისში ირაკლი კუპრაძეს ასახელებს.
დედაქალაქის მერობის კანდიდატი ევროპის მოედანზე (ე.წ. რიყის პარკში) წარდგენის დროს სლოგანად გამოჩნდა წარწერა – „ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“ და „ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოდლები“.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, 31 ივლისს დაასახელა. ის მესამედ იყრის ამ თანამდებობაზე კენჭს.
2025 წლის თვითმმართველობის 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ – ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი , არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს – რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.
ფორუმი