“გახარიას არითმეტიკა – რა გველის 26 ოქტომბერს” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ბევრი მეკითხება, ნაცნობი თუ უცნობი, რა გველის 26 ოქტომბერს, როგორი შედეგებით დასრულდება საბედისწერო ო.
ცხადია, გულთმისანი არ ვარ და კონკრეტული პასუხი არ მაქვს მრავალთა კითხვაზე. მხოლოდ ის შემიძლია, რომ გახარიას მიერ მრავალჯერ განხილული ოფიციალური მონაცემები გავუზიარო დადარდიანებულ ადამიანებს.
🔴 2021 წელს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” 824755 ხმა მიიღო.
🔴 2021 წელს ხმა დაახლოებით 1793000 ადამიანმა მისცა.
🔴 2021 წელს “ქართულმა ოცნებამ” ხმების 46.7% დააგროვა.
🔴 “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებზე 50%-ზე მეტი მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს აქვს აღებული… მილიონ ხმაზე მეტიც მხოლოდ 2012 წელს მოიპოვა.
🤔 ვთქვათ, 26 ოქტომბერს არჩევნებზე გამოცხადდა 1,9 ან 2 მილიონი ამომრჩეველი. ასეთ შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” გასამარჯვებლად, 50%-ის და მეტის მოსაგროვლებად დაახლოებით მილიონი ხმა დასჭირდება. მაშასადამე, უკანასკნელ კენჭისყრასთან შედარებით, 2021 წელთან შედარებით თითქმის 200 000-ით მეტი ხმა უნდა აიღოს.
🔸ამდენი უბედურების, დავიდარაბის, კონფლიქტის, ევროპისგან სრული განაპირების, თორმეტწლიანი ცვეთის შემდეგ რამდენად სავარაუდოა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა კი არ მოიკლებს, არამედ 200 000 ამომრჩევლით გაიზრდება?
🔸2021 წლის შემდეგ, გასულ გაზაფხულს ახალი თაობა, ახალი ამომრჩეველი ანუ ადამიანები, რომლებიც პირველად მიდიან არჩევნებზე, საკმაოდ მძლავრ, გათითცნობიერებულ, ენერგიულ პოლიტიკურ სუბიექტად მოგვევლინენ. რამდენად სავარაუდოა, რომ ახალი თაობა, ახალი ამომრჩეველი ივანიშვილის გუნდს დაუჭერს მხარს?
🔸 100 000-მდე ემიგრანტიდან რამდენი ხმის მოპოვების შანსი აქვს “ქართულ ოცნებას”?
🔸 რა შანსები აქვს ივანიშვილის გუნდს დიდ ქალაქებში?
ამ კითხვებზე პასუხები მმართველი გუნდისთვის კეთილსაიმედო ვერ იქნება…
ერთი სიტყვით, თუ 1,9 ან 2 მილიონი ადამიანი გამოცხადდება არჩევნებზე, “ქართული ოცნება” ყველაზე დიდი პარტია იქნება პარლამენტში, მაგრამ არ ეყოლება უმრავლესობა (წესით!). 900 000 ან 1 000 000 ხმის მიღების თავი მათ არ აქვთ… 2012 წლის შედეგს 12 წლის შემდეგ ვერ გაიმეორებენ!

ასევე დაგაინტერესებთ