“გახარიასგან განსხვავებით, მივიჩნევ, რომ ვისაც ივანიშვილი იჭერს, პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს!” – მიხეილ სააკაშვილი

ბა­ტო­ნი გა­ხა­რია და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს ჩემს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან „ეს გა­მო­იწ­ვევ­და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას”, არა მგო­ნია თვი­თონ ახლა ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რად გრძნობ­დეს თავს და პი­რა­დად მე მსურს მის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტო, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე­ვე სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის გამო და­კა­ვე­ბულ „ლე­ლოს” ლი­დე­რებს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს და წერს, რომ „ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ჩვენს თა­ნად­გო­მას და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ“.
მი­სი­ვე თქმით, სო­ლი­და­რო­ბა არის ის მთა­ვა­რი ღერ­ძი, რის გარ­შე­მოც უნდა აი­გოს ბრძო­ლა და რა­საც უნდა და­ე­ფუძნოს „პრო­ვინ­ცი­უ­ლი ტი­რა­ნი­ის“ და­მარ­ცხე­ბა.
„ახლა ვი­ღა­ცე­ბი მახ­სე­ნე­ბენ, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს არ მოს­წონ­და, რომ მე რო­გორც პა­ტი­მარს ვი­დეო ჩარ­თვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­დნენ. ჩემი პა­სუ­ხი ამა­ზე მარ­ტი­ვია – ამას ახლა არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.
მა­მუ­კამ და ბად­რიმ გა­მო­ი­ჩი­ნეს პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, როცა უარი თქვეს არა­ლე­გი­ტი­მურ ორ­გა­ნოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ჩვენს თა­ნად­გო­მას და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.
აღარც იმას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რომ ჩემი “გა­ნა­ჩე­ნე­ბი” ეფუძ­ნე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ცრუ ჩვე­ნე­ბებს. ის ცი­ხე­ში ამის გამო კი არ ზის, არა­მედ სწო­რი საქ­ცი­ე­ლის­თვის და მის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.
ბა­ტო­ნი გა­ხა­რია და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს ჩემს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვი­ნა­ი­დან “ეს გა­მო­იწ­ვევ­და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას” არა მგო­ნია თვი­თონ ახლა ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რად გრძნობ­დეს თავს და პი­რა­დად მე მსურს მის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტო. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით მე მი­ვიჩ­ნევ, რომ ყვე­ლა ვი­საც ივა­ნიშ­ვი­ლი იჭერს არის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი და უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს!
სა­ერ­თოდ სო­ლი­და­რო­ბა არის ის მთა­ვა­რი ღერ­ძი რის გარ­შე­მოც უნდა აი­გოს ჩვე­ნი ბრძო­ლა და რა­საც უნდა და­ე­ფუძნოს პრო­ვინ­ცი­უ­ლი ტი­რა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბა.
ისე, ისიც ფაქ­ტია, იმან, რომ თა­ვის დრო­ზე ივა­ნიშ­ვილს ჩემი და­ჭე­რა გა­უ­ვი­და, გა­უხ­სნა მას ხელი დღე­ვან­დე­ლი მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბის­თვის”, – წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)