გახარიამ გვთხოვა, დაცვით მოვალო… მერე ამ დაცვას იარაღით უნდოდა შემოსვლა…ჩხუბში ერთი კაციც საკმარისია, რომ ძირს დამცეს – რას იხსენებს თეა წულუკიანი?

თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა:
“ბატონო თავმჯდომარე, მე არ მახსოვს თქვენ გითხარით თუ არა, რომ ბატონმა გახარიამ სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა, ჩვენგან მოითხოვა, რომ ის თუ მოვიდოდა, მოვიდოდა მხოლოდ და მხოლოდ დაცვის თანხლებით. როდესაც მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება – თუ ადამიანს აქვს შიში თუ შფოთვა, მოვიდეს დაცვასთან ერთად, არ არის არავითარი პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მე, ბატონი გიორგის ადგილას ცოტა ნაკლებად ომახიანად ვილაპარაკებდი, რაღაც ტიპის უხორცობასა და უშიშრობაზე. შემდეგ, როდესაც დაცვა მოვიდა, ეს დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას და აქაც კითხვის ნიშანი მიჩნდება, ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით? ამიტომ, ბატონო გიორგი ჩემს გვარს სანამ ახსენებთ, ეს ვერ იქნება უფასო. ჩვენ, ეს დებატი, რომელიც მე და ბატონმა გახარიამ, რაზეც მე დიდი ეჭვი და ამბიცია მაქვს, რომ თქვენზე კარგად ვიცნობ, მოვიგეთ თუ წავაგეთ, ეს მე არ უნდა გადავწყვიტო, ამას ხალხი წყვეტს, ვინც გვიმზერდა. კომისიამ დაადგინა და თქვენი პარტიის, თქვენზე უფრო გონიერმა ქალბატონებმა გამოითხოვეს ჩვენგან დასკვნები და არაერთი ეგზემპლარი გადავეცით. იმ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ბატონმა გახარიამ, თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, საქართველოს დაუკარგა ძალიან დიდი ტერიტორია, რომელმაც დღეს, ოკუპანტი სახელმწიფო აკონტროლებს. რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა. ეს არის ფაქტებზე დაფუძნებით, დასკვნაში წერია და წაიკითხეს. ამიტომ, მაშინ დებატი ვინ ვის მოუგო, ეს დასკვნაში წერია. მეორე მოსვლისას, ასევე იყო ერთი ვაი-ვიში, უშველებელი, მოვიდეს თუ არ მოვიდეს… ბოლოს მოვიდა, ოღონდ მისმა თანაშემწემ გვითხრა, რომ 5-6 კაცი მოჰყვებოდა. მე შეიძლება ცუდი რეპუტაცია მქონდეს ხასიათის და სხვა რაღაც მიდგომების, თუ პირდაპირობის გამო, მაგრამ თუ ხელჩართული ჩხუბი გაიმართება, იქ 5 კაცი არ მჭირდება, ერთი კაციც საკმარისია, რომ ძირს დამცეს. ამიტომ, ვისთან საჩხუბრად მოდიოდა, არ ვიცი. ბოლოს იმდენი ვქენით, დებატის შედეგი დადგა, რომ ეს ადამიანი ქვეყნიდან გავაქციე და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი. მოდით ახლა დავსერიოზულდეთ, პირველ რიგში თქვენ და შემდეგზე, ბატონო გიორგი, მე გელოდებით, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელთან მიბრძანდებით დაცვის და იარაღის გარეშე და დაუჯდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს, თუნდაც პოლიტიკაში გუშინ მოსულს, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება დებატში”

ასევე დაგაინტერესებთ