გახარია,ზურაბიშვილი, “ლელო”, გვარამია თუ სხვები, არიან კარგად დაძველებული “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და სინამდვილეში არანაირი მესამე ძალა არ არსებობს –

მმართველი გუნდის შეფასებით, “ლელოს” და პატია “საქართველოსთვის” არ აქვთ შანსი მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ხაზარაძის და გახარიას გუნდები საზოგადოებაში დამოუკიდებელ მოთამაშეებად გამოჩენას ცდილობენ, თუმცა რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი არიან.
“გადაზღვევაზე შემოიყვანეს საჭადრაკო პოლიტიკურ დაფაზე ეს მოთამაშეები – იგივე პაიკები. გუშინ როზნერი რა სცენარსაც უწერდა “ნაციონალურ” მოძრაობას”, ახლა დღეს არის “ლელოში” და როგორც ჩანს დიდი წარმატებით გადაადგმევინებს იმ ნაბიჯებს, რასაც აქამდე “ნაციონალურ მოძრაობას” აკეთებინებდა.
ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ გიორგი გახარია, , “ლელო”, გვარამია თუ სხვები, ესენი არიან თითქოსდა მესამე ძალა. სინამდვილეში არანაირი მესამე ძალა არ არსებობს. ესენი არიან კარგად დაძველებული “ნაცმოძრაობას” წარმომადგენლები,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე .
მმართველი გუნდი საკუთარ შანსებში დარწმუნებულია და არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებას პროგნოზირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს