გაძლიერება თავდასხმაში – მარმუში “სიტის” ფეხბურთელი გახდება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “სიტი” მიმდინარე კვირაში “აინტრახტიდან” 25 წლის ეგვიპტელ ფორვარდ ომარ მარმუშს დაიმატებს.
მანჩესტერელები ფრანკფურტელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სავარაუდოდ, მალე ყველაფერი დადებითად გადაწყდება.
გერმანელები ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებენ. მიმდინარე სეზონში ომარ მარმუშმა ფრანკფურტის “აინტრახტში” 24 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.