გაჩუმება ღალატის ტოლფასია – ვალერი ჩეხერია

პოზიცია უნდა დააფიქსიროს პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა. ჩვენ, არ ვართ “ცეხავიკები”. აქციებზე დგას ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ქმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს – ამის შესახებ, ვალერი ჩეხერიამ BMGtv-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” სპეციალურ ეთერში განაცხადა.
Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ახლა, გაჩუმება ღალატის ტოლფასია.