“გაჩუმება ასეთ დროს არ მოსულა – ქვეყნისთვის საზიანოა” – პაატა ღაძაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის პატიმრობაზე

ბიზნესმენი პაატა ღაძაძე facebook-ის პირად გვერდზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებას გამოეხმაურა.
ბიზნესმენი წერს, რომ ასეთ დროს სიჩუმე ქვეყნისთვის საზიანოა.
„მამუკას და ბადრის გაკეთებული უამრავი კარგი საქმე ქვეყნისთვის და ქართული ბიზნესისთვის იმხელა მასშტაბებისაა, ვერაფერი დააზიანებს მათ პიროვნულ სახელს და ვერც მათი ბიზნესების ინსტიტუციურ რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ.
გაჩუმება ასეთ დროს არ მოსულა – ქვეყნისთვის საზიანოა მართლა“, – განაცხადა პაატა ღაძაძემ.
შეგახსენებთ: 23 ივნისს “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, ყოფილი ბიზნესმენები და ბადრი ჯაფარიძე 8-8 თვით ციხეში ჩასვეს, “ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ