გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე სხვა, ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი

გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე სხვა, ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი
ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ, გასაგებია, რომ გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე, სხვა ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი. ეს გვესმის, ისტერიკაც გვესმის და ამ ისტერიკას ჩვენ, ჩემი აზრით, არ უნდა ავყვეთ, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მ, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ადამიანები უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან საქართველოს საწინააღმდეგოდ და ისინი ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულნი, მათი გაშიფვრა საზოგადოების მიერ მაინც მოხდება. „სერიოზული კომენტარები გაშიფრული აგენტების კომენტარებზე და მონაჭორებზე არ უნდა ვაკეთოთ და თუკი ეს აგენტი იქნება, თუ სხვა ადამიანი არა აქვს ამას მნიშვნელობა. მე აგენტებსაც კი შემიძლია დღეს დაპირება მივცე, რომ ისინი არ გაიშიფრებიან, თუ შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან, მაგრამ თუკი კონკრეტულ ადამიანებს მოემსახურებინა, თან მითუმეტეს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულები, ისინი ისედაც გაშიფრულები იქნებიან საზოგადოების მიერ,“- განაცხადა მ.
Next: ტრამპის მიერ, საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები პოზიტიურ მოლოდინებს აჩენდა არა მარტო ამერიკის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ქართველ ხალხში – სამწუხაროდ, მყვირალა განცხადებების მიღმა არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა

ასევე დაგაინტერესებთ

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა