გაშვებას აპირებდნენ თუმცა გადაიფიქრეს, “დორტმუნდი” ტერზიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

“დორტმუნდმა” მთავარ მწვრთნელს ედინ ტერზიჩს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სეზონის პირველ ნახევარში “ყვითლების” ხელმძღვანელებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სეზონის ბოლოს ახალგაზრდა სპეციალისტს დაითხოვდნენ და გუნდს მის ასისტენტს და “დორტმუნდის” ყოფილ ნახევარმცველს ნური შაჰინს ჩააბარებდნენ, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში გასვლამ, კლუბის მესვეურების გეგმები შეცვალა.
შეგახსენებთ, 41 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით “დორტმუნდმა” ბუნდესლიგაში 63 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.