კრიზისი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში უმაღლეს პიკს აღწევს. ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად აღარავინ მალავს, რომ პოლიტიკური გაერთიანების წევრები ან უნდა დაყვნენ შიდა უმრავლესობის ნებას და შეუერთდნენ პოლიტიკურ კურსს – ან უნდა დატოვონ პარტია. ფორმალურად გადაწყვეტილება შესაძლოა გამოიყურებოდეს, როგორც ხელის მოწერა მიხეილ სააკაშვილის მანიფესტზე – ან უარის თქმა ხელმოწერაზე. თავად მესამე პრეზიდენტი და პარტიის მოქმედი მენეჯმენტი აშკარა პოლიტიკურ უნისონში არიან და მხოლოდ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის და მისი გუნდის გადაწყვეტილებას ელიან.
