გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.4 მილიარდი ევრო, უკრაინისთვის ხელმისაწვდომი ივლისში გახდება

ევროკავშირის ქვეყნები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე, ჯოზეფ ბორელმა ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ და პირველი ტრანში 1.4 მილიარდ ევროს შეადგენს.
”მინისტრები დღეს შეთანხმდნენ საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან ევროპის მშვიდობის ფონდის დაფინანსების საშუალებას იძლევა,” – აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ამ თანხების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება „რაც შეიძლება სწრაფად“ დაიწყება.
„1.4 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი მომავალ თვეში გახდება, კიდევ 1 მილიარდი კი – წლის ბოლომდე. ის ს სამი მიზნისთვის მიეწოდება – საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა, უკრაინული ინდუსტრიის მხარდაჭერა“, – განმარტა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით