“გაყიდვები 20%-ით შეგვიმცირდა” – ხიზილალას მწარმოებელი “ფრეშკა”

ხიზილალას მწარმოებელ კომპანია „ფრეშკას“ გაყიდვები 20%-ით შეუმცირდა. ამის შესახებ მცირე ბიზნესის დამფუძნებელმა, მიხეილ ხორბალაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
ცნობისთვის, საწარმო “ფრეშკა” გორში მდებარეობს და ბაზარზე 10 წელია ოპერირებს. ის მომხმარებელს ქართული ორაგულის ნატურალური ხიზილალას სთავაზობს.
„ფრეშკას“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ფინანსური გამოწვევების გამო, ბიზნესმა ზრდა და განვითარება ვერ შეძლო. ფინანსური გამოწვევების გამო, ვერ გაზარდა ასორტიმენტი და ვერ გახსნა მაღაზია, რომელიც 50 000 ლარის ინვესტიციას საჭიროებდა.
„სიახლე არაფერი გვაქვს. ფინანსური გამოწვევების გამო, ვერ შევძელით მაღაზიის გახსნა და ასორტიმენტში კონსერვირებული პროდუქციის დამატება. ინვესტიციები გვჭირდება, რადგან კრედიტებით უკვე ვეღარ შევძლებთ განვითარებას. ვისარგებლეთ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საგრანტო პროგრამით, თუმცა ახლა არ ვიცი, თუ არის კიდევ რაიმე საგრანტო პროგრამა გამოცხადებული. არ გამიგია.