კომპანიებში გაყიდვების 10-20%-იან შემცირება დაფიქსირდა, თუმცა უძრავი ქონების ბაზრის დრამატული შემცირება არ მომხდარა, – ამის შესახებ დეველოპერული კომპანია “არქის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა, დეკემბერში “არქის” გაყიდვები რეკორდული იყო.
“რა თქმა უნდა, აქციებმა და არასტაბილურმა გარემომ, რომელიც დეკემბრის განმავლობაში იყო გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა ჩემი კომპანიის მაგალითზე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 2024 წლის დეკემბერი უძრავი ქონების რეალიზაციისთვის სარეკორდო თვე იყო.
რა თქმა უნდა, ვარკვევთ ინფორმაციას რა ხდება სექტორში და სხვა კომპანიებში გაყიდვების მცირედი დააახლოებით, 10-20%-იანი კლება დაფიქსირდა, მაგრამ უძრავი ქონების ბაზრის დრამატული შემცირება არ მომხდარა. ზოგადად, დეკემბერში უფრო მეტი გაყიდვებია ხოლმე, ვიდრე სხვა თვეებში და ამ შემთხვევაში შესაძლოა იმდენად დიდი გაყიდვები არ იყო, რა მოლოდინიც არსებობდა. აღნიშნულის ფაქტორი არის ტურბულენტური სიტუაცია.
ალბათ, არ არსებობს ქართველი ადამიანი და პატრიოტი, ვისაც არ უნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდი სიტუაცია იყოს. დარწმუნებული ვარ არც ერთი მხარე, ვისაც არ უნდა უჭირდეს მხარს ბიზნესი იქნება, თუ კერძო მოქალაქე არავის მოსწონს პოლარიზაცია, რაც დღეს არის. მე ვისურვებდი, რომ ეს პოლარიზაცია ნულამდე დავიდეს. მაქვს ნდობა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება სწორად იმოქმედებენ და ეს პოლარიზაცია მინიმუმამდე იქნება დაყვანილი”, – აცხადებს ილია წულაია.
bp.ge