გაყიდვების სააგენტო KobeOff, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა, მიმდინარე წელს გაფართოებას გეგმავს და რეგიონის საზღვრებსაც სცდება. კომპანიის სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ BMG-ს KobeOff-ის პროექტის ხელმძღვანელი ესაუბრა.
KobeOff-ის მომსახურება უძრავ-მოძრავი ქონების შეფასება-ყიდვა-გაყიდვის, ღონისძიებების დაგეგმვის, ორგანიზებისა და ბილეთების გაყიდვების მაღალი ხარისხის სერვისებს აერთიანებს. გარდა ამისა, KobeOff-ის გუნდი ნებისმიერი ამ მიმართულებით საკონსულტაციო შეხვედრასაც სთავაზობს, რაც ქონების გაყიდვის თუ პროექტების ორგანიზების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კომპანიის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება ქონების შეფასება, ფოტო-ვიდეო გადაღება და გაყიდვაა – მათივე თქმით, სწორედ ეს სერვისები განაპირობებს KobeOff-ის კონკურენტულ უპირატესობებსაც.
“KobeOff-ის მიმართ დაინტერესება მაღალია, რადგან ჩვენი მიდგომა თითოეული მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური და არასტანდარტულია. სხვა სააგენტოებისგან განსხვავებით, არ ვახდენთ უძრავი ქონების კოპირებას, არამედ თავად მივდივართ ობიექტზე, უზრუნველყოფთ ფოტო-ვიდეო გადაღებას და ქონებას კერძო აუდიტორს ვაფასებინებთ. შემდეგ ყველა ამ ინფორმაციას ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ვგზავნით, რათა მათი თანამონაწილეობა და შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთი დავადგინოთ. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ ვიწყებთ ობიექტის გაყიდვაზე უშუალო მუშაობას.
შესაბამისად, კერძო და იურიდიულ პირებს უძრავი ქონების გაყიდვაში, სტატუსის ცვლილებაში, 3D მაკეტებისა და დიზაინის გაკეთებაში, აზომვასა და წერტილების დასმაში ვეხმარებით. ანალოგიური მიდგომა გვაქვს ავტომობილების მიმართაც – მომხმარებლებს შუამდგომლობას ვუწევთ, თუ მათ, მაგალითად, იპოთეკის მისაღებად დახმარება სჭირდებათ”, – განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, KobeOff ღონისძიებებზე ბილეთების გაყიდვასა და ფოტო-ვიდეო გადაღებასაც უზრუნველყოფს.
წარმატებული გაყიდვების უზრუნველსაყოფად KobeOff სხვადასხვა სადაზღვევო თუ ფინანსურ, კერძო და საჯარო ინსტიტუტებთანაც თანამშრომლობს, რომელთა შორისაცაა TBC ბანკი, RedCo, The Loft Development, Payze, “ირაო” და სხვა.
დაარსების შემდეგ კომპანიამ რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებაზეც იმუშავა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. KobeOff-ის პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად საინტერესო პროექტი ვოლოდიმირ ზელენსკის ბავშვთა ფონდის მხარდასაჭერად, ბათუმში უკრაინის პრეზიდენტის მეგობრის, ვალერი ჟიტკოვის Stand Up შოუ იყო, რომელსაც ორგანიზება KobeOff-ის გუნდმა გაუწია. კომპანიის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ მათ გეგმებში საკუთარი სერვისების ევროპაში გატანა და ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის საქართველოში არსებული ქონების შეთავაზებაა. ამ მიმართულებით რამდენიმე ორგანიზაციასთან შეთანხმება მიღწეულია.
“ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით, ჩვენი მომსახურების მიღება ბაქოსა და ერევანშიცაა შესაძლებელი. რაც შეეხება უძრავი ქონების გაყიდვის სერვისს, გარდა ამ ორი ქვეყნისა, გაფართოებას საფრანგეთსა და უკრაინაშიც ვგეგმავთ. ამ ქვეყნებში არსებულ უძრავი ქონების ორგანიზაციებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და მემორანდუმიც გაფორმებულია”, – განმარტა პროექტის ხელმძღვანელმა.
კომპანიის პორტფელი სხვადასხვა საფასო კატეგორიის ქონების გაყიდვებს აერთიანებს – როგორც KobeOff-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, KobeOff.com-ის მომსახურებით საშუალო და მაღალი სეგმენტის მომხმარებლები სარგებლობენ, რომელთა ქონების ღირებულება $50 000 აღემატება.