გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ – მოსალოდნელია ქარბუქი, წვიმა, თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.
ქ. თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი, შესაძლებელი ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე