გაფორმდა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შეერთებულ შტატებთან – ვარშავა სამხედრო ძალას ავითარებს

ევროპის მრავალი ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს ზრდის. საფრანგეთი განიხილავს ბირთვული შეკავების შესაძლებლობების გაზრდას, რათა ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
ამ საკითხზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ესაუბრა მაკრონს. ვარშავა საკუთარ შესაძლებლობებსაც ზრდის. ცნობილია რომ ვარშავა გეგმავს მთლიანი შიდა პროდუქტის 5% მოახმაროს თავდაცვის ხარჯებს.
ეს ჩრდილოატლანტური ალიანსის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ქვეყნის გამოსვლას ოტავის კონვენციიდან, რომელიც ნაღმების გამოყენებაზე შეზღუდვებს აწესებს და 2008 წელს გაფორმებული დუბლინის კონვენციიდანაც, რომელიც გარკვეული შეიარაღების, მაგალითად, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ზღუდავს.
გაზრდილია ქვეყნის სამხედრო შესყიდვებიც. მაგალითად, გაფორმდა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შეერთებულ შტატებთან.
ამ თანხით ვარშავა თანამედროვე შეიარაღების შეძენას აპირებს. ბოლო მონაცემებით, პოლონეთის არმია 200 ათას ჯარისკაცს ითვლის, შესაძლებლობების მიხედვით კი ევროპაში ვარშავას ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს. ის მესამე ადგილზეა ალიანსში -სა და თურქეთის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ 2027 წლიდან მთავრობა აპირებს, ათასობით მოხალისეს სამხედრო მომზადება ჩაუტაროს.
„კონსულტაციებს გავდივარ თავდაცვის მინისტრთან უნივერსალური მოხალისეობრივი სამხედრო სწავლებების პროგრამის შესახებ, რაზეც სეიმშიც ვისაუბრე. ეს მოხალისეობრივი სწავლებები მაქსიმალურად ფართოდ უნდა განხორციელდეს. როგორც იცით, ომმა ში ნათლად აჩვენა, რომ საჭიროა დიდი რაოდენობით სპეციალისტი, ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე ტექნოლოგიებს. ასევე აქ ადგილზე გვჭირდება ყველაზე მეტი სპეციალისტი სამოქალაქო თავდაცვის სფეროში. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 2027 წელს. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ თავდაცვისთვის მოვამზადოთ 100 ათასამდე რეზერვისტი. დარწმუნებული ვარ, მოხალისეების ნაკლებობას არ განვიცდით, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, მიიღოს მონაწილეობა სწავლებებში“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
დონალდ ტუსკმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ახსენა, რომ სურს 500-ათასიანი ძლიერი არმია ჩამოაყალიბოს.
პოლონეთი მილიარდებს ხარჯავს იარაღზე, რათა აღჭურვოს არმია აშშ-ს „აბრამსის“ ტიპის ტანკებით, „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და F-35 გამანადგურებლებით.
ხოლო სამხრეთ კორეიდან შეიძინოს – K2 Black Panther-ის მთავარი საბრძოლო ტანკები, K9A1 Thunder-ის „ჰაუბიცები“, Homar-K სარაკეტო სისტემები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პოლონეთში განლაგებულია ამერიკული 10-ათასკაციანი სამხედრო შენაერთი.
თუკი 2023 წლისთვის პოლონეთის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 27 მილიარდი აშშ დოლარი იყო, როგორც პრეზიდენტი ანჟეი დუდა ამბობს, 2025 წელს ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტი 30 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
„პოლონეთის ამოცანაა, დაიცვას ქვეყნის აღმოსავლეთი საზღვარი, რომელიც ასევე ევროკავშირისა და ნატოს საზღვარიცაა“, – ეს სიტყვებიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
წყარო: euronews georgia