გაფიცვის მეორე დღე – ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნების ბედი ისევ გაურკვეველია

ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან და სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ. ამ ეტაპზე გაჩერებულია 13 მაღარო.
მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა – ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს.
მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, მათი თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.
თავის მხრივ, მაღაროელებიც ამბობენ, რომ არც ისინი გააგრძელებენ მუშაობას და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება.
ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა.
ფეისბუკგვერდ “მაღაროელის” პირდაპირ ეთერში ისინი დროდადრო აახლებენ ინფორმაციას მათსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი